რუსებმა ოკუპირებულ აფხაზეთს სამიდან ერთ-ერთი სადავო კანონი მიაღებინეს

რუსეთის მხრიდან შანტაჟის შემდეგ, ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ რუსულ-აფხაზური „შეთანხმება“ დაამტკიცა.
„შეთანხმების რატიფიცირება ახალ შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ეროვნული მეწარმეებისთვის და საშუალებას მოგვცემს მათი მხარდაჭერის“, – განაცხადა შეხვედრაზე აფხაზეთის იუსტიციის “მინისტრმა” ანრი ბარციცმა.
რატიფიცირებას მხარი 27-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორმა კი თავი შეიკავა.
ეს კანონია ერთ-ერთია, რომლის მიღებას 2023 წლის შემდეგ ითხოვდა. ოკუპანტის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების ნაწილის შეწყვეტის შემდეგ, დე ფაქტო პარლამენტი კომპრომისზე წავიდა.
მოსკოვი, გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სოხუმისგან ითხოვს:
— ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
— რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
— რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

ასევე დაგაინტერესებთ