რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები

რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს ღამით რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ოდესას შეუტიეს, რის შედეგადაც ქალაქში საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები და ავტომობილები დაზიანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.
ამასთან, ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.