რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, დაზიანდა საავადმყოფო, დაშავდა 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, დაშავებულია ხუთი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის თქმით, თავდასხმის შედეგად ოდესის ერთ-ერთი საავადმყოფო დაზიანდა, თუმცა პაციენტები არ დაშავებულან.
გარდა ამისა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზა და ავტომობილები.
ადგილზე, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი