რუსებმა ოდესას დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და საწყობები.
„დარტყმამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.
მოგვიანებით, ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საწყობები.

ასევე დაგაინტერესებთ

თეა წულუკიანი – სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ქაღალდების მიხედვითაც კი, იმდენად მძიმე იყო, რომ გარდაუვალი რისკი იყო მისი ციხეშივე დაღუპვის – კარგი იქნება, თუ ევროკავშირის ელჩი შეწყვეტს სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზრუნვას და დარდს

მიხეილ ყაველაშვილი ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე – ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები – ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს