რუსებმა ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ნიკოპოლში დაიღუპა ორი მამაკაცი, 56 და 61 წლის. ისინი რუსებმა ქალაქის მძიმე არტილერიით დაბომბვის შედეგად მოკლეს“, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა.
მისი თქმით, ხუთი დაშავებულიდან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა მაღაზია, კაფე, კერძო სახლები, დამხმარე შენობები, ავტოსადგომი და ავტობუსის გაჩერება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ონიანი: ვერ გამართლდება ასეთი ქცევა “კანონია ასეთი”-ს არგუმენტით და ეს პასუხისმგებლობა კოლექტიური თუ ინდივიდუალური წნეხების შექმნაზე არის ყველასი, მათ შორის, ოქმის გამფორმებელი პოლიციელების