რუსულმა ძალებმა ნიკოლაევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე და ნიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სხვადასხვა რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ასევე არასაცხოვრებელი შენობები. არიან დაშავებულებიც.
ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.