რუსებმა კუპიანსკი არტილერიით დაბომბეს | არის მსხვერპლი, არიან დაშავებულებიც

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონში, ქალაქი კუპიაბსკი არტირელიით დაბომბეს. იერიშის შედეგად არის მსხვერპლი, ასევე, დაშავდა 1 პირი.
“ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს კუპიანსკს არტილერიით. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მონაცემები ზუსტდება. ამ წუთებში ვიცით დაშავებული 66 წლის კაცის შესახებაც”, – წერს Telegram-ზე სინებუგოვი.
სინებუგოვის ინფორმაციითვე, დაბომბვის შედეგად სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და მაღაზია.