რუსებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილი მძიმე მდგომარეობაში არიან.
თავდასხმის შედეგად ქალაქში ორი ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა, მათგან ერთ-ერთში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანდა შენობა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის შესული.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ქალაქს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს.
„თითოეული ასეთი ტერორისტული თავდასხმა არის კიდევ ერთი შეხსენება, ვისთან გვაქვს საქმე. თავად არ ჩერდება – მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ საერთო ზეწოლით. ზეწოლა მსოფლიოში ყველასგან, ვინც სიცოცხლეს აფასებს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)