რუსებმა კონსტანტინოვკას მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს – დაიღუპა სამი ადამიანი

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკას კერძო სექტორში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოყარეს, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პროკურატურასა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 47 და 48 წლის წყვილმა და 78 წლის მოქალაქემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.
ამასთან, დაზიანდა 21 სახლი და ავტომობილი.