რუსებმა კიევს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყეს, დაშავდა ერთი ადამიანი

რუსებმა კიევს რაკეტებისა და დრონების გამოყენებით დაარტყეს, დაშავდა ერთი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 73 დღის განმავლობაში პირველად, კიევზე კომბინირებული დარტყმა განახორციელეს. მტერმა, სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტები, Iskander-M ტიპის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გამოიყენება“, – აცხადებს კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, კიევზე რუსული ძალების შეტევა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა და რუსულმა ძალებმა შეტევა დრონების გამოყენებით დაასრულეს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული ძალების მიერ გაშვებული რამდენიმე რაკეტა და ათეულობით დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?