რუსებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს

რუსული ძალები კიევს რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ თავს, რეგიონში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მტერი მთელი ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით უტევდა ტერიტორიას. განგაში ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა”, – განაცხადა კრავჩენკომ.
მისი თქმით, ავიაიერიშის შედეგად ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ