რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, დაშავებულია 5 ადამიანი

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ განადგურდა, მრავალსართულიანი კორპუსის ბინებში ხანძარი გაჩნდა და ხუთი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„შევჩენკოს რაიონში ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების საცხოვრებელ კორპუსსა და სუპერმარკეტზე დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დნეპრის რაიონში, მტრის თავდასხმის შედეგად, 5 დაშავებული გვყავს. დეტალები დგინდება“, – განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო