რუსებმა ღამით უკრაინის კიევის ოლქს შეუტიეს, რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი შენობები იწვის და დაშავებულია ერთი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბორისპოლის რაიონში, თავდასხმის შედეგად, სამსართულიან საცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ასევე გაჩნდა ორ კერძო სახლში.
ობუხივის რაიონში, რუსების ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები მაღალსართულიან შენობას დაეცა. გარდა ამისა, ვიშგოროდის რაიონში ტყის მასივის ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო ფასტივსკეში ცეცხლი კერძო სახლს გაუჩნდა.
ამასთან, რუსებმა გამთენიისას ქალაქ სუმს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად, კოვპაკოვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა და სამრეწველო ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
