რუსებმა კიევს და ოდესას დაარტყეს, არის მსხვერპლი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე ს მხრიდან მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. ქალაქის ექვს რაიონში ნგრევა დაფიქსირდა და ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისევ ისმის.
„დედაქალაქს კვლავ დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატები უახლოვდება. დარჩით თავშესაფრებში“, – განაცხადა ს მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
ამასთან, 10 ივნისის ღამეს რუსებმა ოდესაში სამშობიარო სახლს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტს და საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.