რუსებმა კიევს და კრამატორსკს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა კიევს შეუტიეს, რის შედეგადაც სამედიცინო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ დაზიანდა კიევის ობოლონსკის რაიონში მდებარე ოთხსართულიანი სამედიცინო დაწესებულების მეორე სართული. მაშველების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
უკრაინული მედიის ცნობით რუსებმა წუხელ თავდასხმა განახორციელეს კრამატორსკის თემზეც, რისა შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?