რუსებმა კიევს და ზაპოროჟიეს შეუტიეს, დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა 13

რუსებმა კიევს Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დაზიანდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ორი ადამიანი.
რუსულმა ძალებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ზაპოროჟიესაც შეუტიეს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაღალსართულიან შენობასა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა 13 ადამიანი.