რუსებმა კიევი და ხერსონი დაბომბეს, დაზიანდა ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ობიექტები

უკრაინის თავდაცვამ წუხელ რუსული ძალების მიერ ს ტერიტორიისკენ გაშვებული Shahed-ის დრონები ჩამოაგდო, ნამსხვრევები კერძო ეზოში დაეცა, დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა ღამით ჩვენს ოლქს დრონებით შეუტია. საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა და თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობდნენ. დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნა 2 რაიონში დაფიქსირდა“, – განაცხადა კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსლან კრავჩენკომ.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ერთ-ერთი ბაზარი დაბომბეს, რის შედეგადაც დაზიანებები დაფიქსირდა, მაგრამ სამოქალაქო პირები არ დაშავებულან.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრი და სავაჭრო ობიექტები დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ