რუსებმა დაბომბეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, არის მსხვერპლი

რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, უკრაინის დედაქალაქ ს პეჩერსკის და დნეპრის რაიონებში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა შვიდი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის პეჩერსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსს დრონის ნამსხვრევები დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე სართულზე გავრცელდა.
ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დნეპრის რაიონში, თავდასხმის შედეგად, ხანძარი 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, წუხელ კიევის ოლქის ბელოცერკოვსკის თემში რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 წლის გოგონა დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსებმა რეგიონს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ბილა ცერკვაში მაღალსართულიანი შენობები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – მარკ რუტემ კარგად იცის, რომ საქართველო წლებია, მზადაა, ნატოში გასაწევრიანებლად – ახლა ამბობს, თუ სურვილი აქვთ, იმეცადინონო, როცა გვითხრეს, ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! – ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ