რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა კიევს Tu-95MS ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავებიდან დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„79-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა განაახლა თავდასხმები Tu-95MS სტრატეგიული თვითმფრინავიდან ფრთოსანი რაკეტებით. წინასწარი ინფორმაციით, 10-მდე ბომბდამშენმა ქალაქს X-101/555/55 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაარტყა. საჰაერო განგაში დედაქალაქში დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა“, – აღნიშნა სერგეი პოპკომ.
მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა გაანადგურეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, კიევის რეგიონში, ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა რამდენიმე დასახლებაში კერძო სახლები დააზიანა.

ასევე დაგაინტერესებთ