რუსებმა კიევს რაკეტებით და დრონებით მასიურად შეუტიეს, უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმების ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად ექვსი რაიონი დაზარალდა, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ შენობებს, ავტომობილებს, საწყობებს, საოფისე შენობებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 13 ადამიანი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 7 დაშავებულის შესახებ.
