რუსებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ კიევს „კამიკაძე-დრონებით“ კიდევ ერთხელ დაარტყეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მაღალსართულიან კორპუსს, ასევე მშენებარე საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის 24-ე სართულზე ხანძარი გაჩნდა. სამ ბინაში კედლების ნაწილობრივი ნგრევა დაფიქსირდა, კიდევ სამ ბინაში კი – მინები ჩაიმსხვრა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამასთან, ს დარნიცის რაიონში, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ორსართულიანი მშენებარე კერძო სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილებზე 10 ერთეული ტექნიკა, ასევე 43 მაშველი მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ