რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი ავიაბომბებით დაბომბეს, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

რუსული ძალები ზაპოროჟიეს ექვსი მართვადი ბომბით დაესხნენ თავს, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის განცხადებით, დარტყმის შედეგად შენობები ნაწილობრივ განადგურდა. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მიმდებარე სახლები დააზიანა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა მართვადი ბომბებით ექვსი დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
თავდასხმის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 47 მაშველი და 10 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
ადგილზე მუშაობდნენ პოლიციელები, ასაფეთქებელი ნივთიერებების ექსპერტები, უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების სწრაფი რეაგირების განყოფილების მოხალისეები და სხვა შესაბამისი საქალაქო სამსახურები.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?