რუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13, ხოლო დაშავებულია 18 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ივან ფედოროვი Telegram-ის პირად არხზე და მედიებთან საუბარში ავრცელებს.
თავდაპირველად 1 გარდაცვლილისა და 3 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მოგვიანებით ფედოროვმა ქალაქში განმეორებითი აფეთქებების შესახებ განაცხადა.
უკანასკნელი მონაცემებით, რუსების დაბომბვას 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომ 18 დაშავებულია. ფედოროვის თქმით, ადგილზე შვიდი სამედიცინო ბრიგადა მუშაობს, ისევე როგორც პოლიციელები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო რაქვიაშვილი: ამ ქვეყანაში რამდენი ადამიანიც იგინება, იმდენს რომ სდიოს თამთამ, ეს ხომ აბსურდია? 10 კაცი რატომ დანიშნეს, 10 000 კაცი მაინც უნდა დაენიშნათ, რაიმეზე პრეტენზია რომ ჰქონოდათ ქოცებს… (ვიდეო)