რუსებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, დაღუპულია 13 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტი დაბომბეს, 13 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 18, – ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, ივან ფედოროვი Telegram-ის პირად არხზე წერს.

მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს.

ოლქის ხელმძღვანელის თქმით, იერიშის სამიზნე შევჩენკოვსკის რაიონი გახდა.