რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს, დაშავდა 28 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და 28 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეზე სულ მცირე 10 დარტყმა განახორციელეს.
“რუსებმა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, უნივერსიტეტი და ინფრასტრუქტურული ობიექტები“, – აღნიშნა ფედოროვმა.