რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიას დაარტყეს, დაშავებულია მინიმუმ 16 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის განცხადებით, გამთენიისას ზაპოროჟიეში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 მაშველია. დაზიანებულია რამდენიმე საცხობრებელი სახლი და სხვა შენობა.