რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაზიანებულია საბავშვო ბაღის შენობა, დაშავებულია 7 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს ცენტრზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაზიანდა დიდი რაოდენობით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის თქმით, თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.
დაზიანდა საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებლები, ერთსართულიანი და მრავალსართულიანი შენობები, მსუბუქი ავტომობილები.
ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ.