რუსებმა დონეცკის ოლქში სლავიანსკს დაარტყეს – დაშავებულებს შორის ორსული ქალია

6 დეკემბერს ს საოკუპაციო ძალებმა სლავიანსკი ФАБ-250 ტიპის ავიაბომბით დაარტყეს. არიან დაშავებულები.
დონეცის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, მტერმა ქალაქზე ავიაიერიში დაახლოებით 16:46 საათზე განახორციელა. ბომბი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოვარდა.
პირველადი მონაცემებით, დაიჭრა ექვსი ადამიანი: 38 და 69 წლის მამაკაცები და ოთხი ქალი – 44, 60, 62 და 63 წლის. მათ ტრავმები სხეულის ჭრილობები აღენიშნებათ. დაზიანებულია შვიდი მრავალბინიანი სახლი და ექვსი ავტომობილი.
მოგვიანებით სლავიანსკის სამხედრო-სამოსრულებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა განაცხადა, რომ დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. მისი ინფორმაციით, დაჭრილებს შორის ორსული ქალიც არის. ყველა მათგანს აუცილებელ სამედიცინო დახმარება გაეწიათ.