რუსებმა დნიპრო დაბომბეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 27 ადამიანი

რუსებმა დნიპრო დაბომბეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 27 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ბორის ფილატოვი ავრცელებს.
ბორის ფილატოვის ცნობით, დღეს დილით, რუსების მიერ ქალაქ დნიპროზე განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე შენობას ხანძარი გაუჩნდა.
დაშავებულებს შორის არის 14 წლის გოგონაც.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ