რუსები უკრაინას დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით უტევენ, არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალები ს დრონებით და ფრთოსანი რაკეტებით უტევენ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემები რამდენიმე რეგიონში მოქმედებს.
კიევში, გოლოსეევსკის და სოლომენსკის რაიონებში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ს თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად კიევში მაშველები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ.