რუსები უკრაინას დრონებით და რაკეტებით უტევენ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქ კიევში დაშავებულია 4 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამჟამად დედაქალაქის სამ რაიონში მუშაობენ.
მისივე ინფორმაციით, სოლომენსკის რაიონში ხანძარია კერძო სახლში, დნეპროვსკში ხანძარია 25-სართულიან კორპუსში. ამასთან, დრონის ნამსხვერევები საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეც დაეცა და ხანძარი გამოიწვია. დარნიცკის რაიონში, კი, თავდასხმის შედეგად ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა.
საჰაერო თავდაცვა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მუშაობს.
