“რუსები საკუთარ თანამებრძოლებს საშინელ ტერორს უწყობენ, რომ ე.წ. „ხორცის შტურმებში“ წასვლა აიძულონ. კადრები დამთრგუნველად მძიმეა” (ვიდეო +18)

“რუსი ჯარისკაცი რკინის ჯოხით ცემს თავის თანამებრძოლს, რომელიც წარუმატებელი შტურმის შემდეგ უკან გამოიქცა. ამ ვიდეოს თავად რუსი სამხედრო-ბლოგერები ავრცელებენ. უნდა ითქვას, რომ გაცილებით ბრუტალური და შეურაცხმყოფელი დასჯის კადრები სისტემატურად ვრცელდება რუსულ ინტერნეტსივრცეში. რუსები საკუთარ თანამებრძოლებს საშინელ ტერორს უწყობენ, რომ ე.წ. „ხორცის შტურმებში“ წასვლა აიძულონ. კადრები დამთრგუნველად მძიმეა. თანაც ამ ვიდეომასალას თავად რუსები ავრცელებენ იმის საჩვენებლად თუ როგორ ისჯება „დეზერტირობა“.
მეტიც ძველი საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად ზეტ-ბლოგერები და რუსული პროპაგანდა უარს ამბობს გათავისუფლებულ რუს ტყვეებს შეხვდეს როგორც გმირებს. რუსები ამბობენ, რომ ტყვედ ჩავარდნა „დეზერტირობაა“ რომელიც საჩვენებლად უნდა დაისაჯოს,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მელაძე.