რუსები კიევის რეგიონს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

უკრაინაში, ს რეგიონზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და ათობით საცხოვრებელი და სხვა შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ ს მიერ გაშვებული სამი რაკეტიდან ორი კიევის რეგიონში გაანადგურეს.
არსებული ინფორმაციით, ნამსხვრევების დაცემის შედეგად დაშავებულებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. რაკეტამ დააზიანა ექვსი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და 20-ზე მეტი კერძო სახლი, ასევე, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, ადმინისტრაციული შენობა და სამი ავტომობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”