რუსები დონეცკის ოლქის დასახლებას თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

რუსები დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელ უბანს თავს დაესხნენ, შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა
განაცხადა.
გუბერნატორის თქმით, მსხვერპლის უმეტესობა ნიუ-იორკის დასახლებაში იყო, რომელიც ფრონტის ხაზთან მდებარეობს – “ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას!” – განაცხადა ფალაშკინმა.
უკრაინის ხელისუფლება ფრონტის ხაზთან ახლომდებარე დასახლებებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 29 ივნისს მდინარე დნეპროს მეორე მხარეს, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაიჭრა. ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით კი, გუბერნატორ, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, 1 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.