„რუსების პოლიტიკური მანიპულაცია“ — როგორ უპასუხეს უკრაინაში ტრამპის განცხადებას პუტინთან დიალოგზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ს განცხადებას ეხმაურება, რომელიც -ის პრეზიდენტმა პუტინთან საუბრის შესახებ გააკეთა, რომ თითქოს კურსკის ოლქში ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი რუსი სამხედროებისგან არის ალყაშემორტყმული. უკრაინელების ცნობით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება.
ამის შესახებ გენშტაბის განცხადებაშია საუბარი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გუშინ „ძალიან კარგი და პროდუქტიული დისკუსია“ ჰქონდათ ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და რომ პუტინს “ალყაშემორტყმული უკრაინელების” დანდობა სთხოვა.
„ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს, უკრაინის დანაყოფები მტრის მიერ არიან გარშემორტყმულები კურსკის ოლქში, მცდარი ინფორმაციაა და ფაბრიკაცია რუსების მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციის, სა და მის პარტნიორებზე ზეწოლის გაზრდის მიზნით.
ოლქში სიტუაცია უკანასკნელი დღის მანძილზე არსებითად არ შეცვლილა. გრძელდება საომარ ზონაში საბრძოლო მოქმედებები „კურსკის“ სამხედრო ჯგუფების მიერ.
უკრაინის თავდაცვის ძალები წარმატებით გადაჯგუფდნენ, დაიხიეს უფრო სახარბიელო თავდაცვით პოზიციებზე და კურსკის ოლქში ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს. ჩვენი ჯარისკაცები ეფექტურად უმკლავდებიან მტრის შემოტევებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მათ ყველა იმ იარაღითა და სისტემით, რაც აქვთ.
კურსკის მიმართულებით დღეს 13 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ჩვენს ქვედანაყოფებს ალყაში მოქცევის საფრთხე არ ემუქრებათ“, — ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.