რუსების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების შესახებ დოკუმენტურმა ფილმმა პრაღის კინოფესტივალზე გაიმარჯვა

რუსების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების შესახებ დოკუმენტურმა ფილმმა პრაღის კინოფესტივალზე გაიმარჯვა
“კიევ ინდეპენდენტის“ საგამოძიებო დოკუმენტურმა ფილმმა „ის დაბრუნდა“, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების მიერ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებს შეეხება, ში, Press Play კინოფესტივალზე გაიმარჯვა.
ამის შესახებ გამოცემა „კიევ ინდეპენდენტი“ იტყობინება.
„ის დაბრუნდა“ არის დოკუმენტური ფილმი 2022 წლის დასაწყისში, ს ოკუპაციის დროს, სა და ხერსონის ოლქებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულების შესახებ.
ორი ქალი დათანხმდა, ჟურნალისტებისთვის მოეთხროთ თავისი განსაცდელის და იმის შესახებ, თუ როგორ ეძებდნენ სამართლიანობას. მათ გაუპატიურების ჩამდენი ორი ჯარისკაცის და მათი მეთაურების იდენტიფიცირება, ხოლო ჟურნალისტებმა – დანაშაულის სურათის აღდგენა მოახერხეს.
„კიევ ინდეპენდენტი“ აღნიშნავს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა სექსუალური ძალადობის 292 შემთხვევა დააფიქსირეს, მაგრამ რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.
ფილმის პროდიუსერია ჟურნალისტი ოლესია ბიდა.
„ძნელია იყო ბედნიერი, რადგან ფილმის თემა და დღევანდელი დრო ამისთვის სრულიად შეუფერებელია. მაგრამ მოხდა ის, რამაც ამ ბნელ დღეებში მაინც გამაღიმა. დაე, ჩვენი ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმას!“, – დაწერა მან ფეისბუკ-გვერდზე.
გამოცემა „კიევ ინდეპენდენტის“ გუნდის სხვა წევრებიდან პროექტზე ასევე მუშაობდნენ ვიტალი გავურა, მაქს იაკობჩუკი, კონსტანტინე ნეჩიპორენკო და ევგენია მოტორევსკაია.
გამოცემის მთავარი რედაქტორი, ოლგა რუდენკო ამბობს, რომ დოკუმენტური ფილმის სათაურზე ფიქრისას, გონებაში ამოტივტივდა უპიროვნო „ის“, რომელსაც ქალები ავტომატურად აღიქვამენ, როგორც საფრთხეს.
„ახლა კი ფილმმა მთავარი პრიზი მიიღო. ყოველი ასეთი ჯილდო არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გავიტანოთ რუსეთის ომის დანაშაულების თემა საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ ჩვენ ძალიან გვახარებს ფესტივალზე გამარჯვება“, – დასძენს იგი.
Press Play Prague არის ევროპული კინოფესტივალი, რომელიც ფოკუსირებულია ჟურნალისტურ ნამუშევრებზე და მიზნად ისახავს მისი გავლენის ხაზგასმას, კინო ობიექტივის საშუალებით.
ფესტივალი პრაღაში 8-დან 12 ოქტომბრამდე გაიმართა. მის პროგრამაში 20-ზე მეტი ფილმი იყო წარმოდგენილი. ექვსი სრულმეტრაჟიანი და ექვსი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ორ საკონკურსო კატეგორიაში უწევდა ერთმანეთს კონკურენციას.
წყარო: 1 არხი