რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„განახლებული ინფორმაციით, დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი (16 და 5 წლის) და ერთი ორსული ქალი. დაშვებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან“, – განაცხადა ოლეგ კიპერმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო დაწესებულება დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ