რუსების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია, ერთი ექიმი და ორი ადგილობრივი მცხოვრები“, – აცხადებს ოლეგ კიპერი.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსების მიერ ოდესაში ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შედეგად, 44 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვია.