უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას შეუტიეს “შაჰიდის” ტიპის 31 დრონითა და ორი რაკეტით, საჰაერო ძალებმა კი 28 დრონი და ორივე რაკეტა ჩამოაგდეს.
“25 დეკემბრის ღამეს მტერმა შეუტია შაუდას, ბალაკლავას (ყირიმი) ტერიტორიებიდან 31 „შაჰედი“ ტიპის თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატით და ორი საავიაციო რაკეტით. ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, დონეცკის, კიროვოგრადის და ხმელნიცკის რეგიონებში განადგურდა 28 თავდამსხმელი უპილოტო საფრენი აპარატი”, – ამბობს უწყება.
კერძოდ, უწყება ამბობს, რომ რუსებმა გამოიყენეს მართვადი რაკეტა X-59 ზაპოროჟიეს მიმართულებით და X-31P რადარის საწინააღმდეგო რაკეტა შავი ზღვიდან.