რუსების თავდასხმას კიევში, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 ადამიანი და რამდენიმე დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის 7 რაიონში დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და საოფისე შენობები, საბავშვო საავადმყოფო, დაიწვა და დაზიანდა ავტომობილები.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა. კიევის ოლქსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა აფეთქებების ხმები ისმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გამომძიებელი – როგორც მახსოვს, ლაშა ბერიძე ჟესტიკულაციით მოუწოდებს ხალხს, შევიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, შეიძლება ვცდები, არ არის გამორიცხული – ის სასახლის ეზოში იმ დროს შევიდა, როცა აქციის მონაწილეებმა ღობე გადაანგრიეს