რუსა შელია: სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ …

ტელეკომპანია „იმედის“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალსიტმა რუსა შელიამ ტელეარხი დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი „ფეისბუკზე“  1 დეკემბერს გამოაქვეყნა.

„არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემს პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედიაპლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე!“, — წერს რუსა შელია.

რუსა შელიამ „იმედში“ მუშაობისას, მიმდინარე წლის მარტში, ასევე სოციალურ ქსელში გააპროტესტა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მიღების მცდელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი წიგნაძე: ყველამ ვიცით, რომ ეს პირველ რიგში ჩვენი უაღრესად უნიათო ოპოზიციის ბრალია – ოფისებში იყვნენ შეკეტილები და ეგონათ გამარჯვება თავზე დაეცემოდათ, მაშინ როცა საარჩევნო უბნებზე უნდა ერბინათ და ყველა გზებით ებრძოლათ, რომ ან არ მიეცათ ოცნებისთვის გაყალბების საშუალება