The Telegraph-ის ინფორმაციით, უეინ რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან, ამჯერად ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “პლიმუთიდან” დაითხოვონ.
“შრეკის” ხელმძღვანელობით გუნდს მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი შედეგები აქვს, 18 ტურის შემდეგ კლუბი 17 ქულით 21-ე ადგილზეა. ბოლო ორ ტურში “პლიმუთი” ორჯერ დამარცხდა საერთო ანგარიშით 1-10.
ჯერჯერობით ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და რუნის მდგომარეობის გამოსასწორებლად კიდევ ერთი შანსი მისცა. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი ადრე “ბირმინგემის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.