რუნი “პლიმუთს” აღარ გაწვრთნის

უეინ რუნი “პლიმუთს” აღარ გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც განცხადებიდან ვიგებთ, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
რუნისთან ერთად, გუნდს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებიც დატოვებენ.
შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა “პლიმუთი” გასული წლის მაისში ჩაიბარა, ამ მომენტისთვის კი გუნდი ჩემპიონშიფში 18 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში