რუმინულ მხარეს დავუდასტურეთ ის, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებასაც, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუმცა, ასევე დავსვით კითხვა, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის

რუმინულ მხარეს დავუდასტურეთ ის, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებასაც, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუმცა, ასევე დავსვით კითხვა, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის
დავუდასტურეთ რუმინულ მხარეს ის, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებასაც, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება თავის მხრივ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბუქარესტში ვიზიტს განაგრძობს.
სამხარაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ღიად დასვა კითხვა, რამდენად იქნება თავად ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არსებობს, მათ შორის, ეკონომიკასთან, მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
“ასევე, ძალიან ღიად დავსვით კითხვა – მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც მას დღეს აქვს, დაწყებული ეკონომიკური პრობლემებით, ასევე, მიგრაციის საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, ასევე , თავდაცვის გაძლიერება, ნატო და ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა და რუმინულმა მხარემ ძალიან რეალისტური პოზიცია დაიჭირა – გვითხრა, რომ ის ზუსტად იზიარებს იმ წუხილებსა და შიშებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ 5 წელი რეალისტური ვადაა იმისათვის, რომ თუ ქვეყანაში მშვიდობა იქნა, ჩვენ შევძლებთ იმ რეფორმების გატარებას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.” – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
Previous: ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები – ნინო დარასელი ეროვნულ ნაკრებზე

ასევე დაგაინტერესებთ

გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით

25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი