რუმინელი ევროპარლამენტარი – ის, რაც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა, მოხდა მოლდოვაშიც, საქართველოშიც – საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს

რუმინელი ევროპარლამენტარი, “ევროპის სახალხო პარტიის” ვიცე-პრეზიდენტი, ზიგფრიდ მურესანი მის ქვეყანაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს.
„ის, რაც რუმინეთში მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, შეიძლება მოხდეს ყველა ქვეყანაში. ეს მოხდა მოლდოვაში, ეს მოხდა საქართველოში და ეს ყველგან შეიძლება მოხდეს“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ბრძოლა ექსტრემიზმის წინააღმდეგ.
„რუსეთს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიბრძოლოთ ექსტრემიზმის წინააღმდეგ და შევინარჩუნოთ რუმინეთი ევროპულ გზაზე“, – წერს რუმინელი ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. დასავლური მედიის შეფასებით, კალინ ჯორჯესკუ ნატო-ს მიმართ კრიტიკითა და რუსეთის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?