რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე

რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე
რუმინეთში განმეორებით გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ, სადაც ულტრამემარჯვენე პარტია „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ რუმინეთის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა მისაღები ყოფილა.
„აშკარად წმინდა ანთიმოზ ივერიელის ზეციური შეწევნით რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა (მიღებული ხმების 40.67%-ით). მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის დამოუკიდებელი მერი ნიკუშორ დანი (20.94%-ით). ისინი ერთმანეთს მეორე ტურში შეხვდებიან, რომელიც 18 მაისს დაინიშნა. მოქმედი ხელისუფლების კანდიდატმა კრინ ანტონესკუმ, კი ხმების 20.25% მიიღო და დამარცხება აღიარა.
ეს ხელახლა ჩატარდა 2024 წლის ნოემბრის შედეგების გაუქმების შემდეგ, როდესაც ქელინ ჯორჯესკუს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. მაგრამ ხალხის ძალა და ხალხის ნება ოხერია. რუმინელთა უმრავლესობისთვის ჯორჯე სიმიონის ევროსკეპტიციზმი, მისი უარყოფითი დამოკიდებულება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართ და ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკა, უფრო მისაღები ყოფილა, ვიდრე ხელისუფლების ასკინკილათი ხტუნვა ბრიუსელის წინაშე. სიმიონი ასევე გამოთქვამს მხარდაჭერას დონალდ ტრამპის მიმართ და უჭერს მხარს რუმინეთის ისტორიული საზღვრების აღდგენას, მათ შორის მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი განაგრძობს რეგიონული ფორმატის სამუშაო შეხვედრებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა