რუმინეთში საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი

რუმინეთში საოჯახო სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული გამოცემა Digi24 ავრცელებს.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების გენერალური ინსპექციის ცნობით, ხანძრის გაჩენის მომენტში პრაჰოვას რეგიონის სოფელ ტოჰანში მდებარე სასტუმროში 26 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 18-ის გამოყვანა დროულად მოხერხდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის მფლობელმა 2019 წლის შემოწმების შემდეგ უსაფრთხოების კრიტერიუმების შეუსრულებლობის გამო გაფრთხილება არაერთხელ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება