რუმინეთში მრავალათასიანი ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართა

ბუქარესტში, შაბათს ათიათასობით ადამიანმა მოითხოვა რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მარჩელ ჩოლაკას გადადგომა ქალაქის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე. აქციას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ესწრებოდა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ჟორჯესკუმ მოითხოვა, რომ მას მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. ჯორჯესკუმ
გასული წლის ნოემბრის ბოლოს გამართულ საპრეზიდენტო ს პირველ ტურში კალინ ჯორჯესკუმ პირველი ადგილი დაიკავა. მაგრამ ეს შედეგი საკონსტიტუციო სასამართლომ სპეცსამსახურების თხოვნით გააუქმა, რომელმაც განაცხადა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს შეეძლო ს მხრიდან უკანონო მხარდაჭერა გამოეყენებინა.
რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ცნობით, მიტინგში მონაწილეობდა დაახლოებით 30 ათასი ადამიანი. ორგანიზატორი იყო მემარჯვენე-რადიკალური “ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის”, რომელმაც 2024 წლის 1 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 9 %-ი მიიღო. ხოლო პრემიერ-მინისტრ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა ხმათა 22 პროცენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები