ამერიკელმა ინფლუენსერმა ენდრიუ ტეიტმა და მისი ძმამ ტრისტანმა რუმინეთი დატოვეს და აშშ-ში გაემგზავრნენ მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვა მოეხსნათ.
ძმები ტეიტებმა, რომლებიც აშშ-ისა და ბრიტანეთის ორმაგი მოქალაქეები არიან, რუმინეთი დატოვეს იმ დროს, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, ადამიანებით ვაჭრობის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთან სექსისა და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი გამოძიების ქვეშ იმყოფებოდნენ.
ძმები ბრალდებებს უარყოფენ.
რუმინეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მათ ძმებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობაზე შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით მოთხოვნა დააკმაყოფილეს, თუმცა ძალაში რჩება ყველა სხვა ვალდებულება, მათ შორის, მოთხოვნა, რომ გამოცხადდნენ სასამართლოში ყოველ გამოძახებაზე.
38 წლის ენდრიუ ტეიტი და 36 წლის ტრისტან ტეიტი დააკავეს 2022 წელს ბუქარესტთან, ორ რუმინელ ქალთან ერთად.
მანამდე, გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა ეიძულებინა რუმინეთის ხელისუფლება, რომ ძმებ ტეიტებზე სამოგზაურო შეზღუდვები მოხსნილიყო.
