რუმინეთმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა აჩუქა

რუმინეთმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა აჩუქა. შესაბამისი განკარგულება, პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა რუმინეთს მადლობა გადაუხადა ამ დახმარებისთვის.

„მადლობა Patriot-ისთვის“, – დაწერა მან Telegram-ზე.

როგორც UNIAN წერს, მანამდე, რუმინეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას შესაძლებელს ხდიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით